ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. კერძოდ, ახალი სკვერი ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის N7-ის მიმდებარე ტერიტორიას შეემატა. განახლებულ სივრცეში დასვენება პატარებს და მათ მშობლებს შეეძლებათ. სამუშაოების შედეგად, 300 კვ. მ ფართობის სკვერი კეთილმოეწყო და გამწვანდა.

სამუშაოს ღირებულებამ 97 300 ლარი შეადგინა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა. მისამართზე არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებისას განახლდა მოედნის საფუძველი, ღობე, საფარი, სტადიონი აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით ფეხბურთის და კალათბურთის მოყვარულთათვის. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებდა.

ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ მისამართებზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.