ვახტანგ ცხადაია: ზუგდიდში ღირსეული კანდიდატებია, მეორე ტური არ გამოირიცხება

ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა პარტიიდან "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" ვახტანგ ცხადაიამ ზუგდიდის N1 საარჩვენო უბანში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანი ზუგდიდის საკეთილდღეოდ მიიღო.

"საკუთარი არჩევანი ზუგდიდის მომავლის საკეთილდღეოდ გავაკეთე, ყველა კანდიდატი არის ზუგდიდელი და ყველა ღირსეულია და მგონია, ზუგდიდელები აირჩევენ საუკეთესოს. მოლოდინია იმის, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდად, დემოკრატიულ გარემოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ეს არჩევნები ჩატარდება ყველაზე საუკეთესოდ და ყველა იმ პრინციპით, რაც შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ არჩევნებად," – განაცხადა ცხდაიამ.

"აიპრესის" კითხვაზე ზუგდიდში ხომ არ არის მოსალოდნელი მეორე ტურის გამართვა პასუხობს.

"გამორიცხული არაფერია, კანდიდატები იმდენად ღირსეულები არიან, არ არის გამორიცხული მეორე ტურიც ჩატარდეს, რაც როგორც ჩემთვის პირადად, ასევე სხვა კანდიდატებისთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას", – განაცხადა ცხადაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...