ვახტანგ ცხადაია: ძირძველი ზუგდიდელი ვარ და არჩევნებში გამარჯვების შანსი მაქვს

„მე ვარ ძირძველი ზუგდიდელი, რომელიც დაბადებიდან დღემდე ამ ქალაქში ვარ. იმ პერიოდში, როცა მე ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით ბევრი სამრეწველო-სამოქალაქო ობიექტები მიშენებია. ამ ქალაქში თითქმის ყველას ვიცნობთ, როგორც სამსახურიდან, ასე საზოგადოებრივ სამსახურიდან გამომდინარე.

როცა ეკონომიკის განვითარებასა და რეგიონულ მართვის სამსახურს ვკურირებდი ზუგდიდსა და ზემო-სვანეთში სამსახურიდან გამომდინარე ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა. ჩემი განვლილი გზით და მგონი ცნობადობის ხარისხით და მე მაქვს უპირატესობა დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით“, – „აიპრესთან“ ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ ცხადაიამ განაცხადა. 

რომელი პარტიის კანდიდატს აღიქვამთ ქალაქ ზუგდიდში კონკურენტად?

ყველა კანდიდატი ღირსეულია და ყველას კონკურენტად აღიქვამ. 

რა არის ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა?

უმუშევრობა, თუმცა ეს პრობლემა საქართველოში მარტო ზუგდიდს არ აწუხებს. ფაქტიურად ახალგაზრდა თაობა უცხოეთშია. უმეტესად 50 წელს გადაცილებული მშობლები არიან სახლში, რომლებიც უმუშევრები არიან. ასევე მძიმე სოციალური ფონია, ხალხი გაჭირვებულია. 

როგორ აპირებს თქვენი პარტია ამ პრობლემის მოგვარებას?

ჩვენს პროგრამაში პირველი და მთავრია ინვესტიციების მოზიდვა, საგადასახადო კოდექსის გადახედვა და შეღავათების დაწესება, დამატებითი ღირებულებისა და მოგების გადასახადის შემცირება. სათანადო პირობები უნდა შეიქმნას, რომ განვითარდეს მცირე საწარმოები და ფეხზე დადგეს საშუალო ფენის ხალხი, რომელიც ქმნიდა-ყიდდა პროდუქციას და ქალაქისა და ქვეყნის მამოძრავებელი ძალა იყო. 

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თუ იცით, რა პრობლემები აქვთ დევნილებს და როგორ აპირებთ მოგვარებას?

დევნილებვის პირველი და უმთავრესი პრობლემა მათი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა 25 წელია დგას, მაინც ის ნაკადი ვინც პირველად გადმოვიდა ადმინისტრაციულ საზღვარს და შესახლდა, ზოგი კომონალურ სახლებში, ზოგი სად და ზოგი სად არა, ისევ არიან გაუსაძლის პირობებში… 

ამ ადამიანებისთვის სოციალური პირობების შექმნა… თუ სოციალურად დაუცველს მაცივარში კარაქი რომ უპოვონ დახმარებას უხსნიან. ჩვენ ვპირდებით, თუ გვექნა ბერკეტი და ხელისუფლებაში მოვედით, 4 წლის განმავლობაში მათ ეს პრობლემა მოუგვერდებათ – შეუძლიათ იმუშაონ, გამოუგზავნონ ნათესავებმა, თუნდაც ფულადი თანხა, მაგრამ სოციალური დანამატი არ მოეხსნებათ. 

ზუგდიდში ბევრი ახალგაზრდს სპორტის სხვადასხვა სახეობაში სურს ვარჯიში, თუმცა ამის საშულება არ აქვთ. როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით დგებუაძე გერმანიიდან ჩამოვიდა, ორი წელია უანგაროდ მორაგბეთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს და წარმატებებიც აქვს მოპოვებული. თუმცა, ამ საკითხს სჭირდება სახელმწიფოს და ხელისუფლების მხარდაჭერა, რომ მათ ჰქონდეთ პირობები შესაბამისი, ინვენტარი, სტადიონი და. ა. შ. ზუგდიდში უკვე კეთდება რაგბის სტადიონი. 

რატომ გადაწყვიტეთ პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანება?

პირველი და ყველაზე ნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გავერთიანდით პიროვნების გარშემო, რომლესაც არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ, როგორც შემოქმედს და ქველმოქმედს. დარწმუნებული ვარ , მას შეუძლია ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღოს. 

გარდა ამისა, ჩვენთან გუნდში არიან შესანიშნავი ახალგაზრდები , იურისტები, ეკონომისტები. გიორგი პაპავა, რომელმაც დაწერა ეკონომიური განვითარების პროგრამა, ირაკლი ყიფიანი, დათო ჯანდიერი, რომელებსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანა შეუძლიათ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. აი ეს გვაძლევს იმის საბაბს , რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული გუნდი, რომლესაც აქვს პრეტენზია იმისა, რომ ბევრ რაღაცას შეცვლის ქვეყანაში.

როგორი წინასაარჩევნო გარემოა ქალაქ ზუგდიდში?

რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებთან, წინა საარჩევნო გარემო იძაბება. ჯერ-ჯერობით წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დიდი ცვლილებები არ არის, მაგრამ ზოგადად ნორმალური გარემოა, თუმცა გვესმის რომ ვიღაცეებს უნდათ სიტუაციის არევა. 

ჩვენი ამომრჩეველი და ზუგდიდელები ყველანი ვართ იმ იმედით, რომ ხელისუფლება შეძლებს, არჩევნები ჩაატაროს კონკურენტულ ვითარებაში.

ჩვენს თაობას, უცროს თაობასაც სამოქალაქო ომი და ბევრი უბედურება გადაუტანია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაარღვიოს და შელახოს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, არეულობას არავინ არ დაუშვებს .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...