ვახტანგ ჭარაია: საქართველოს კოვიდ შოკისადმი გამკლავება და ეკონომიკური მდგრადობა გამორჩეულია, ამას Fitch-ის შემდეგ უკვე S&P-იც გვეუბნება

„Fitch-ის შემდეგ უკვე S&P – იც გვეუბნება, რომ საქართველოს კოვიდ შოკისადმი გამკლავება და ეკონომიკური მდგრადობა გამორჩეულია. მსგავსი შეფასებები შემთხვევითი არასდროს არის, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ და ქვეყნისთვის პოზიტიურ საინვესტიციო კლიმატს ქმნის,“ – ასე აფასებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის S&P – ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე და პერსპექტივის “სტაბილურად” უცვლელად დატოვებას.

„მნიშვნელოვანია, რომ მთელი რიგი სრულიად აბსურდული და განგებ პოლიტიზირებული საქმეების ფონზე მსოფლიოს 3 წამყვანი სუვერენული რეიტინგების მიმნიჭებელი კომპანიიდან ორმა, უმაღლეს დონეზე შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო მესამეს (Moody’s) თავისი კვლევა ჯერ არ დაუსრულებია და ეჭვგარეშეა, რომ ისიც ნათლად დაინახავს საქართველოს როგორც გამოწვევებს, ასევე მიღწევებს და კიდევ ერთხელ დაანახებს ინვესტორებს თუ საით არის სიმართლე და რა არის მოგონილი პროვოკაცია“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, „S&P” – ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით. ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს, სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად