ვახტანგ რობაქიძე: ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ის ქვეყნის მოღალატეა – ამის გამო დარეკა პოლიციაში

ვახტანგ რობაქიძე, რომელსაც ადმინისტრაციულ სახდელად 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ახალციხის სასამართლომ, ადასტურებს რომ პარლამეტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ანრი ოხანაშვილს გუშინ მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე. ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და დრეს მომისაჯეს 3-დღიანი პატიმრობა”- განაცხადა ვახტანგ როობაქიძემ.

შეგახსენებთ, ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, სადაც ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 173-ე მუხლით დააკავა,  რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად