ვახტანგ რჩეულიშვილი: გამოჩდნენ უგულავა და კეზერაშვილი და წაგვართვეს “ცენტრ-პოინტი”

ცენტრ-პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ქვეყანაში არსებულ რთულ ბიზნეს გარემოზე საუბრობს. რჩეულიშვილი პარალელს, წინა ხელისუფლებასთან ავლებს და ამბობს, რომ 2008 წლამდე ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესი წარმატებით ვითარდებოდა. მისივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში “უგულავა-კეზერაშვილი გამოჩდნენ”, რამაც ბიზნესის კეთების კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა.

"მშენებლობა სანამ 2008 წლის კრიზისი დაიწყებოდა ძალიან კარგად მიდიოდა, თუმცა მაშინ გამოჩნდნენ უგულავა და კეზერაშვილი, რომლებმაც ცენტრ-პოინტი წაგვართვეს და დექსუსი შემოუშვეს. სამშენებლო დისციპლინა წინა ხელისუფლების დროს მაღალ დონეზე არსებობდა, ისე როგორც არ არსებობდა საბჭოთა კავშირში. თუმცა, ამას მოყვა სააკაშვილის ხელქვეითების თარეში", –  აცხადებს რჩეულიშვილი "აიპრესთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. გადაწყვეტილებების მიღება კი დროში ჭიანურდება.

"ნინოშვილზე 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აბსოლუტურად უსამართლოდ წაგვართვეს გიგი უგულავას დროს, რეალურად დღევანდელი მერიაც ამ გზას დაადგა. იგივე გზის გავლა გვიწევს სასამართლოში, საბუთები უტყუარი გვაქვს და ვიგებთ საქმეს, თუმცა ცდილობენ რომ გაგვიჭიანურონ პროცესი.

მე ანგელა მერკელთან უფრო გამიადვილდება შეხვედრა, ვიდრე ამ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილებთან ვერ იღებენ, რადგან ივანიშვილთან არის შესათანხმებელი, -ივანიშვილთან ვერ ათანხმებენ და ესე მიდის პროცესები. ვისაც შევხვედრივარ რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ეშინიათ, რომ არ დაკარგონ ხელფასები და თანამდებობები", – აცხადებს რჩეულიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად