ვახტანგ მეგრელიშვილი: შეიძლება, კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა

“ჩვენი დასვენების დღეები, რომლებიც წელი გრძელდება, ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გვაქვს, ანუ, თუ მართლა სერიოზულად არ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც გავაკეთოთ, მიმართულება შევცვალოთ, ჩვენ ხომ ეკონომიკას ვეღარ ავამუშავებთ?” – განაცხადა პარტია “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

” ეს ხომ იგივე სასიცოცხლო რისკებია უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის, არა კორონავირუსის, არამედ სხვა ტიპის. საბოლოო ჯამში, ოდესღაც შეიძლება, კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა.

მართლა რომ ასე აღმოჩნდეს, ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წლის განმავლობაში თავს უქნევდნენ. საბოლოოდ ხომ შეგვრცხვება ჩვენი ქმედების?” – განაცხადა მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...