ვახტანგ მეგრელიშვილი სადეპუტატო მუშობაზე: მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ, კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად

“21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად”.

ამის შესახებ “გირჩის” ერთერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, როგორ აპირებს დეპუტატებთან კომუნიკაციას და მათ დარწმუნებას, რომ საჭიროა „გირჩის“ გეგმის განხორციელება, მეგრელიშვილმა განაცხადა:

„სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ, კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, რა ვიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ და ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო. ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავი, შევარდნაძის დრო იყო შეიძლება, მაგრამ“… – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“გირჩის” ლიდერებმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს “ქართული ოცნება” ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ “იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.

გასულ კვირაში „გირჩმა” დაანონსა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მათი 7 – პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს.

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...