ვახტანგ მეგრელიშვილი: სააკაშვილი ჩამოვიდეს, არ დაიჭირონ და ენმ პარლამენტში შევიდეს, შეთანხმებისთვის ალტერნატივა გვჭირდება

სააკაშვილი ჩამოვიდეს, არ დაიჭირონ და ენმ პარლამენტში შევიდეს, შეთანხმებისთვის ალტერნატივა გვჭირდება, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ალტერნატივა გვჭირდება რა შეიძლება იყოს შეთანხმების თემა. აი, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. ამნისტია არა 20 ივნისის, არამედ სააკაშვილის დაბრუნება. აღიარება იმის, რომ მაგიდის მხარეს გიზის არა უბრალოდ წარმომადგენელი რომელიღაც პარტიის, არამედ მართლა მისი ლიდერია მთავარი პრობლემა”, – ამბობს მეგრელიშვილი.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, მაშინ მეორე მხარესაც ბიძინა ივანიშვილი უნდა იჯდეს, პასუხობს:

“როგორც იქნება. ეს პრობლემა პოლიტპატიმრები – მართლა ნიკა მელია და გიორგი რურუა ხომ არ არის მთავარი პრობლემა? ეს ხომ შედეგია ამ დაპირსპირების და ამ დაპირისპირების მსხვერპლია თითოეული ცალ-ცალკე აღებული. მაგრამ ამ დაპირისპირების წყარო არის ამ ადამიანის პოლიტიკური ველიდან რაღაცნაირი გარიყვა. თუ შერიგებაზეა ლაპარაკი, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდეს”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, და “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილი არ დაიჭიროს? – პასუხობს:

“ხო, მაგას ვიძახი, რომ თუ ჩვენ მართლა პოლიტიკური შეთანხმების ახალ ვერსიებზე დავიწყეთ… ხომ უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...