ვახტანგ მეგრელიშვილი: „ოცნებამ“ ახლად შემოსულ ოპოზიციას მის დასაჭერად გამზადებული კანონპროექტი დაახვედრა 

“ოცნებამ” ახლად შემოსულ ოპოზიციას პირველივე კანონპროექტად მის დასაჭერად გამზადებული კანონპროექტი დაახვედრა, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში ასე გამიზნულად მოიქცნენ, რაც ნიშნავს, რომ ცინიკურად მოიქცნენ.

“უნდა განვსაზღვროთ პარლამენტში როგორ ვმოქმედებთ. ისე როგორც ეს იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში, როცა კინკლაობა იყო და ერთმანეთში კონტაქტს ვერ ამყარებდნენ?! არ წარმომიდგენია, რომ ეს ამ სიტუაციაში იყოს ეფექტური. ეს კანონპროექტი, რომელზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საქნქცები მკაცრდება] ეს იყო გამიზნულად შემოტანილი. ეს ნიშნავს, რომ ცინიკურად მოიქცნენ. პირველივე კანონპროექტი ახლად შემოსულ ოპოზიციას დაახვედრა მისი დასაჭერი.

გახსოვთ, რომ ვიძახდი ჩემი მიზანია გავიცნო “ოცნების” დეპუტატები-მეთქი? ჩემი მიზანია გავიცნო ისინი და ამოვიცნო, ცინიკოსები არიან და ასე აპირებენ მოეპყრან ოპოზიციას თუ შემთხვევითი ამბავია”, – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...