ვახტანგ მეგრელიშვილი: კურიოზული შემთხვევა იყო, როცა „გირჩს“ გვისმენდნენ და როცა საქმე დახურეს, აღმოჩნდა, რომ მე კი არა, ჩემს მეუღლეს უსმენდნენ

ვინ გაიტანა ჩანაწერები და ვინ გამოიტანა ან რატომ გადის პერიოდულად საჯარო სივრცეში, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სასამართლო არ არსებობს, რომელიც ვინმეს პასუხს მოსთხოვდა ასეთი დანაშაულისთვის“ – ამის შესხახებ “გირჩის” წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ეს უზარმაზარი მასალა, კასრები და ა.შ. გაკეთებულია სპეცსამსახურების მიერ და სპეცსამსახურებს აკონტროლებდნენ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა „ქართული ოცნება“.

„ფარული ჩანაწერების გაკეთება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეუძლიათ. არც ერთი „ქეისი“ არ მახსოვს, როცა ვინმეს ეჭვი ჰქონოდა, რომ ერთმანეთთან ბრძოლის მიზნით ფარული ჩაწერა კერძო პირების მიერ ყოფილიყო. ეს უზარმაზარი მასალა, კასრები და ა.შ. გაკეთებულია სპეცსამსახურების მიერ. ვის აწყობს? – სპეცსამსახურებს აკონტროლებდნენ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა „ქართული ოცნება“. ვერავინ ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც ახლა ხდება.

ამ სიბინძურეზე „გირჩი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება. ერთმანეთის მიმართ ყველა ბრალდება აქვთ გახმოვანებული, სახელმწიფოს ღალატში ერთმანეთი დადანაშაულებული ჰყავთ, ასევე რუსეთთან თანამშრომლობაში. რა დარჩათ? ის სიბუნძურე, რაც ყველანაირ ფარგლებს სცდება. კურიოზული შემთხვევა იყო, როცა „გირჩს“ გვისმენდნენ ერთი წლის განმავლობაში და როცა საქმე დახურეს, აღმოჩნდა, რომ მე კი არა, ჩემს მეუღლეს უსმენდნენ. ჩემი მეუღლის მოსმენის მაგალითი იმას აჩვენებს, რომ როგორც ჩანს, სისტემაში იმდენად უწესრიგობაა და იმდენი მოსმენა ხდება, რომ ისიც კი არ იციან, ვის უსმენენ. წარმოიდგინეთ, სპეცსამსახურებში ბარდაგია. ვინ გაიტანა ჩანაწერები და ვინ გამოიტანა ან რატომ გადის პერიოდულად საჯარო სივრცეში, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სასამართლო არ არსებობს, რომელიც ვინმეს პასუხს მოსთხოვდა ასეთი დანაშაულისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...