ვახტანგ მეგრელიშვილი: „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

“გირჩი” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა შემდეგ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩატარდება. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასარკვევი – რა წონა გვაქვს, ჩვენი საქმიანობა როგორ იწონება. აქედან გამომდინარე, მთელი ეს 6 თვე, რომელიც დარჩენილია, ჩათვალეთ, რომ “გირჩი” იქნება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში”, – განაცხადა მვახტანგ ეგრელიშვილმა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პრობლემის არსს ვერ აღიქვამს.

“მე არ ვიცი ამ კრიზისს რა განმუხტავს. თუ დღევანდელ მოცემულობაში დავრჩებით, დღევანდელი ინსტრუმენტებით ვისარგებლებთ, მე ვერ ვხედავ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ექსტრაორდინალური რაღაცების ცდა შეიძლება, იმიტომ, რომ მართლა მარტოა დარჩენილი ხელისუფლება პარლამენტში, ეს ფაქტია, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს აწუხებთ მათ. ამ შეხვედრებიდან პირველად მომეცა საშუალება, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ბევრი დრო გამეტარებინა და ამ დასკვნას ვაკეთებ. ამ ხალხს არ ეტყობა, რომ აღიქვამენ პრობლემის სიმწვავეს. შეიძლება მე მეშლება და ისინი მართლები არიან. არ ვიცი…” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...