ვახტანგ მეგრელიშვილი: გიორგი ვაშაძე მოიქცა არაადამიანურად (ვიდეო)
დღეს გიორგი ვაშაძე მოიქცა აბსოლუტურად არაადამიანურად. ურთიუერთობაზე განაცხადა უარი. ვინ? გიორგი ვაშაძემ ჩემთან ურთიერთობაზე განაცხადა უარი, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
“მე დაველაპარაკები მისი პარტიის თითოეულ წევრს, ვისთანაც შეიძლება მომიწიოს კოლეგიალური ურთიერთობა- თანამშრომლობა. პაატა მანჯგალაძეს, ავთო ბარკიას, თაკო ჩარკვიანს არ დაველაპარაკები, იმასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც ვაშაძეს. დანარჩენებს დაველაპარაკები”, – განაცხადა ვახტან მეგრელიშვილმა გადაცემაში “პირველი ხაზი”.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ -ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი განაცხადა