ვახტანგ მეგრელიშვილი: ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ხალხს ვართობ ხოლმე

ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ხალხს ვართობ ხოლმე, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა “გირჩის სამეფოს საპარლამენტო სტუდიაში”, რომლის გაკეთებაც პარტიის წარმომადგენლებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.

იაგო ხვიჩიას რეპლიკაზე – “შენ რაღაც თავგადასავალი მოგსვლია, როდესაც პოლიციელს გაატანე კვერცხები”. ვახტანგ მეგრელიშვილი ასე პასუხობს:

“გუშინ რა ამბავი ატყდა, კვერცხი პოლიციელს გავატანე-მეთქი და ყველანარიად გაიგეს, როგორც შეიძლებოდათ გაეგოთ ეს ფრაზა. ბევრი იცინეს. რაღაცნაირად ვართობ ხალხს ამ ბოლოს დროს, ასე დავაკვირდი. იმდენ სასაცილო რაღაცეებს წერენ, სურათებს აკეთებენ”, – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, ვახტანგ მეგრელიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის რეგულაციების გამო სასაფლაოზე კვერცხის შეტენა თავად ვერ შეძლო, მაგრამ პოლიციელს გაატანა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, “გირჩის სამეფოს საპარლამენტო სტუდია” – 246-ე ოთახში მოეწყო. პარტიამ მაუწყებლობა Facebook-ზე უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...