ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ გაუგებარ მდგომარეობას, სჯობს სააკაშვილი ციხეში იყოს საქართველოში

ამ გაუგებარ მდგომარეობას, სჯობს სააკაშვილი ციხეში იყოს საქართველოში, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

“ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო. ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი თუნდაც პოლიტიკურად ან სამართლებრივად გარკვეულიყო”, – თქვა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი სჯობს იყოს ციხეში, საქართველოში.

“ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მანამდე ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

კომენტარები
იტვირთება...