ვახტანგ მაისაია: “ისლამური სახელმწიფო” გააქტიურდა და კონტრშეტევა დაიწყო

„სტამბოლის ტერაქტის გარდა აფეთქება მოხდა ქაიროში, სომალიში და ღაზას სექტორში“, – ამის შესახებ „აიპრესს“ საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

მაისაიას განცხადებით, „ისლამური სახელმწიფო“ გააქტიურდა და მან კონტრშეტევა დაიწყო. მისი ინფორმაციით, ამ აფეთქებების გარდა მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია ერაყის ქალაქ მოსულში ჩატარებული ოპერაციის დროს.

„არსებული ინფორმაციების თანახმად, სტამბოლში ბოლო ტერაქტები განხორციელდა „ქურთი კომუნისტებისა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლების მიერ. ბოლო დღეებში მხოლოდ სტამბოლის ტერაქტი არ განხორციელებულა. ტერაქტები განხორციელდა ქაიროში, სომალიში და ასევე ღაზას სექტორში. 

ქაიროში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ქრისტიანი დაიღუპა. თუ ამ ყველა აფეთქებას ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, ეს ნიშნავს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კვლავ დაიწყო გააქტიურება. ის გადავიდა კონტრშეტევაზე, ისინი ერაყის ქალაქ მოსულთან ახორციელებენ ოპერაციას, საკმაოდ წარმატებით. სხვათა შორის ამერიკის თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა ერაყში სწორედ მოსულის ოპერაციის გამო. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გააქტიურდა“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს სტამბოლის საფეხბურთო სტადიონ "ბეშიქთაშთან" დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნული აფეთქებიდან 45 წამის შედეგ კი იქვე ახლოს მდებარე პარკ "მაჩკას" მიმდებარე ტერიტორიასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და თავი აიფეთქა.

აღნიშნული ტერაქტების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის 30 თანამშრომელი, 155 ადამიანი კი დაშავდა. აფეთქებაზე, პასუხისმგებლობა „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად