ვახტანგ მაისაია: ე.წ. მეხუთე კოლონა ამოქმედდა, “ორჯონიკიძეები” ქვეყანას დარტყმებს აყენებენ

„ორჯონიკიძისეული“ ტიპაჟები ქვეყანაზე დარტყმებს ანვითარებენ. ეს ეხება როგორც მარჯვენა ცენტრისტულ მიმართულებას ისე მარცხენა ცენტრისტულ მიმართულებასაც. ერთნი პირდაპირ ღიად ანვითარებენ, მეორენი ფარულად“, – ამის შესახებ „აიპრესს“ საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ფარულ ძალებში „ნაცმოძრაობა“ და მათ სატელიტები იგულისხმება. მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაში არანაკლებ შეაქვთ წვლილი, რაც რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს.

„საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს ე.წ. ცივი ომი. ბუნებრივია გაძლიერებულია რუსეთის რბილი ძალა. გაძლიერებულია საინფორმაციო პროპაგანდა, გაცილებით ძლიერად არის ამოქმედებული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში იყო. უბრალოდ კონტექსტი განხვავებული, 2008 წელს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა საკმაოდ სტაბილური იყო. 2008-ში სარკოზის დიპლომატიის მეშვეობით, რუსეთი იძულებული იყო დასავლეთის პრესინგი მიეღო. დღეს ვითარება შეცვლილია. რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროპასთან და აშშ-თან, ამიტომ საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს. 

როდესაც ე.წ. მეხუთე კოლონაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მეხუთე კოლონამ“ გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა საქართველოს, ვიდრე სხვა რომელიმე ძალამ. დღესაც ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობის სინდრომი შექმნან. ცდილობენ ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. ისინი მოქმედებენ რუსული რბილი ძალის კონტექსტში, რაც ცალკე საუბრის თემაა“, – აცხადებს მაისაია. 

მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანაში ე.წ. თანამედროვე ორჯონიკიძეები არიან. 

„ბუნებრივია ქვეყანაში „ორჯონიკიძეები არიან. „ორჯონიკიძისეული“ ტიპაჟები ქვეყანაზე დარტყმებს ანვითარებენ. ეს ეხება როგორც მარჯვენა ცენტრისტულ მიმართულებას ისე მარცხენა ცენტრისტულ მიმართულებასაც. ერთნი პირდაპირ ღიად ანვითარებენ, მეორენი ფარულად. 

ფარულ ძალებში „ნაცმოძრაობასა“ და მათ სატელიტებს ვგულისხმობ, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაში არანაკლებ შეაქვთ წვლილი. მათი ქმედებები რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს. ღიაში ვინც იგულისხმება, ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება, ამას თქვენ კარგად ხვდებით და თქვენი მკითხველიც. ასეთი სტრატეგია ჰქონდა რუსეთს მოლდოვაში, სადაც სამწუხაროდ გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც. მათ ამ რბილი ძალის შემუშავება და განხორციელება 2008 წლის შემდეგ დაიწყეს, შედეგებს ვხედავთ როგორც მოლდოვასა და უკრაინაში ისე საქართველოში“, – განუცხადა „აიპრესს“ ვახტანგ მაისაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად