ვახტანგ კალოიანი: კოვიდთან დაკავშირებით ბათუმში სისტემა მზად ვერ დახვდა ამხელა მოთხოვნას

კოვიდთან დაკავშირებით ბათუმში სისტემა მზად ვერ დახვდა ამხელა მოთხოვნას, – ამის შესახებ ინფექციონისტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ვახტანგ კალოიანი “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” აცხადებს.

მისი თქმით, კოვიდის შემთხვევებთან დაკავშირებით რაოდენობით მანიპულაცია მას რთულად წარმოუდგენია.

“ბათუმში ბევრი იყო შემთხვევები და ჯერჯერობით გრძელდება, როდესაც შემთხვევით შეცდომით მისდიოდათ პასუხები დადებითს უარყოფითი და უარყოფითს დადებითი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და ამ ყველაფერს აქვს მარტივი მიზეზი. სისტემა კონკრეტულად ბათუმში ვერ დახვდა მზად ამხელა მოთხოვნას ვერც ანალიზებზე, ვერც ჰოსპიტალურ საწოლებზე, ვერც კრიტიკულ საწოლებზე და ვერც სამედიცინო პერსონალზე. მე ამას არ ვიტყვი მთლიანად საქართველოზე, რადგან არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ ბათუმის ამბით ვარ დაკავებული. შესაძლოა ტესტების შემცირების მიზეზი ესეც იყოს.

მე რთულად წარმომიდგენია, რომ კოლეგებმა რაღაცა მანიპულაციაში მიიღონ მონაწილეობა. ეს თუ იქნება ტყუილი, იქნება ერთი და ორი დღის. ეს ისეთი რამ არის, რომლის დამალვა საშუალო ხნითაც კი შეუძლებელია. ასე, რომ აქ არის პირველი კოლეგების პატიოსნება და მეორე სრული უაზრობა ამ ტყუილისა, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს რიცხვები უბრალოდ სისტემის მოუწყობლობის მიზეზია. იმიტომ, რომ მეტს ვერ ქაჩავენ”, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად