ვახტანგ კალოიანი: ანტიგენის ტესტების დეფიციტია, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი

“საქართველოში საკმაოდ დეფიციატია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი”, – ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 25 000 სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზაა.

“საქართველოში საკმაოდ დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის მიზნით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 000 არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა არის ძალიან სახიფათო და ის მიუთითებს პროცესის ცუდ დაგეგმვაზე. მინიმალური რაოდენობის ზრდის პირობებშიც კი, როდესაც იქმნება ასეთი დეფიციტი, მაშინ როდესაც რამდენიმე თვეა ველოდებით რაოდენობის გაზრდას აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში, რაც ყველასთვის ცნობილი იყო. ტესტების დეფიციტი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.

შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა და რაც მთავარია, დაგგემოს ისე, რომ  ყოველთვიურად არ მოგვიწიოს სწრაფი შესყიდვის წესით ამის ყიდვა”, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...