ვახტანგ გომელაური: თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მალე დასრულდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, რომელი უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარებს, მალე დასრულდება.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ვფიქრობ მალე დასრულდება გამოძიება.

სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით თუ საჭირო გახდება ამერიკის ფედერალური ბიურო( FBI) გამოძიებაში ჩაერთვება, ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ”, – განაცხადა ვახტანგ გომალაურმა.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად