ვახტანგ გომელაური: უნივერსიტეტში ოდეერები მანამ იყვნენ, სანამ შსს-ს სუსი გამოეყოფოდა

"უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო სანამ შსს-ს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟირნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,  სად გაგზავნოს ე.წ უსაფრთხოების ოფიცრები, ამის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. 

"კანონის მიღებიდან, ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა. პარლამენტმა ეს ჩვენ რეკომენდაციით დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან.

ჩვენგან, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტია დანიშნული  ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი. ეს არ წყდება ერთპიროვნულად.

ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით. ახლა ჩემი ბრძანებით არ გადაწყდება თუ ორმხრივი მოლაპარაკება და თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის მხრიდან იქნება ეს სამინსტრო თუ რომელიმე სტრუქტურა", – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გომელაურის მოსმენა მეორედ გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად