ვახტანგ გომელაური: საუბარი იმაზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, ჟურნალისტები ცემონ, ეს იდიოტიზმია

“პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ მმართველი პარტია, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სპეცრაზმი გამოყვანილი იყო რა თქმა უნდა, სპეცრაზმი არაა რომ მარტო რობოკოპებმა უნდა იარონ, ესენი არიან პოლიციელები ჩვეულებრივად, როცა სჭირდებათ უნდა აღიჭურვონ. 3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. იყო 3 ლოკაცია, მერე 8, ბოლოს გახდა 20 ლოკაცია. 3200 კაცი რომ 20 ლოკაციაზე გაანაწილო 150 კაცი გამოვა… ფიზიკურად აღარაა საშუალება. საშუალება რისიც იყო, მაქსიმალურად იყო გაშლილი. მე გეუბნებით რომ იყვნენ, თქვენ ამბობთ, რომ არ იყვნენ.

თქვეს, რომ თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ, უკაცრავად მაგრამ ეს ხომ იდიოტიზმია. არ მინდა სახელი და გვარები დავასახელო…
ასეთი რამე არასდროს მომხდარა, ასეთი აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე დაწყებულიყო ჟურნალსტენბის დევნა, ეს მიუღებელია. ეს საშინელებაა. რა თქმა უნდა, ვგმობ.
მინდა ხაზი გაუსვა, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ თავები აქვთ გატეხილი. მოძალადეებს ფიზიკურად რა საშუალებაც იყო ვაკავებდით…” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთის, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე იმყოფებოდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა.

კომენტარები
იტვირთება...