ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა  საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია  პულისისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.  საუბარი საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო,  ხაზი გაესვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატოს  მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...