ვახტანგ გომელაური: საკარანტინო ზონაში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ღამემ მშვიდად ჩაიარა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო ზონაში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ და მკაცრ კონტროლს განაგრძობენ.
პოლიციელები მოსახლეობას საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს ინტენსიურად აცნობენ. გარდა ამისა, გრძელდება ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე კონტროლი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვანი გზებს აკონტროლებენ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად