ვახტანგ გომელაური: რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოდიოდა თავისი დელეგაციით, ყველა პიროვნება… 

“​რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოდიოდა თავისი დელეგაციით, ყველა პიროვნება… ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო კონფერენცია თუ ასამბლეა და აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ რომ უნდა აბრძანებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, უნდა ჩაბრძანებულიყო და იქიდან წაეყვანა სხდომა, ეს რა თქმა უნდა არ ვიცოდით და მე მგონი, არც არავინ არ იცოდა, ეს აქ, სპონტანურად მოხდა”.

ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, სუს-ის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის დეტალებს შეეხებოდა.

​”მას შემდეგ, რა პროცესიც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო თუ არა პროვოკაცია, თუ სახელმწიფო გადატრიალება, მას შემდეგ მოხდა ყველაფერი გარეთ, სადაც სამწუხაროდ, მოუწოდებდნენ ზოგიერთი ოპოზიციონერი: აბა, შევარდით და ჩანს კადრებში პირდაპირ. მგონი, ზოგიერთებს 2003 წელი და 2019 წელი აერიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლობა, იმ ბიჭებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავისი ჯანმრთელობის ფასად ნამდვილად დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო და არ მოხდა უფრო მეტი უბედურება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და ჩემს აზრს ვაფიქსირებ: ძალიან მძიმეა და მესმის ადამიანების, ყველას შვილები, დები, ძმები გვყავს და ყველამ ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი….ასევე გვყავს ჩვენ დები და ძმები პოლიციის და ძალოვანის თანამშრომლები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება ცალმხრივად საუბარი. ისევ და ისევ მინდა. იმ პოლიციელებს გადავუხადო მადლობა, ვინც დაიცვა პარლამენტი და სახელმწიფო ნამდვილად დიდი უბედურებისაგან”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად