ვახტანგ გომელაური: ქვეყნის მასშტაბით 5000-ზე მეტი ვიდეოკამერა ამოქმედდება

5000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის,”,-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 5000-ზე მეტი ვიდეოკამერა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 5000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნის შემთხვევაში დაგვახმარება ძალიან დაგვეხმარება და პრევენციისთვის, და ვეცდებით რომ შემდეგ კიდევ გავაგრძელოთ ყველა ქალაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 5000 კამერიდან თითქმის 40% არის „ჭკვიანი“ კამერები, რომელიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პროექტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის.”,-განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად