ვახტანგ გომელაური: ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი დაკეტილია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან თავისუფლად შემოდიან, არის სიცრუე.

მე მინდა, ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს სოც ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე, პრესაშიც გავრცელდა, თითქოს საქართველოს საზღვარი გახსნილია, მით უმეტეს, აქცენტი გაკეთებული იყო, რომ რუსეთთან გახსნილია, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვარი დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. თუმცა, შემოსვლის დროს ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან, უმეტეს შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეები საქართველოსი, აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები, ან მეუღლეები. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. თუ მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში.

თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, ხდება ეს, რაც ვთქვათ, გავრცელდა სოც ქსელებში, რომ დადიან რუსულნომრებიანი მანქანები და დადიან რუსეთის მოქალაქეები. ასევე, მინდა დამატებით გითხრათ, რომ არის დარჩენილი რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში. უკვე რამდენიმე თვე გამოდის აქ არიან, არ ტოვებენ ისინი ქვეყანას. ისინი ლეგალურად არიან აქ. უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ანუ ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად