ვახტანგ გომელაური: პრეზიდენტს აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები

„პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ზოგადად კითხვები ჩნდება, 5 ივლისს რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი. რომ არ იყო გამოყვანილი, ამას ვინ გეუბნებათ, არ ვიცი. სპეცნაზი გამოყვანილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის ის, რომ მაინცდამაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა იარონ. ისინი ჩვეულებრივად არიან პოლიციელები. ეს ადამიანები გამოსული იყვნენ“, – განცხადა ვახტან გომელაურმა.

ცნობისთის, საქართველოს პრეზიდენტისთან შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე იმყოფებოდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა.

კომენტარები
იტვირთება...