ვახტანგ გომელაური: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ გუნდს აღებული გვაქვს

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ გუნდს აღებული გვაქვს, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერი” დიპლომატების წერილზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენი უწყება ღიაა, მე შევხვდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მივაწოდე ინფორმაცია. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ჩვენ გუნდს აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ჟურნალისტებზე ძალადობა და არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ პოლიციელებზე და მოქალაქეებზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ის გადადგება.

კომენტარები
იტვირთება...