ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან – ილჰამ ალიევთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს. ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად