ვახტანგ გომელაური: მადლობა მოქალაქეებს, მედიას და სახელმწიფო უწყებებს

შინაგან საქმეთა მინსტრმა ვახტანგ გომელაურმა საკარანტინო ზონაში ყოფნისას მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებს და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა, მადლობა ვუთხრა მოქალაქეებს, ყველას, ვინც ასე გვერდში
გვიდგას. ეს ძალიან დიდი დახმარებაა პოლიციისთვის და, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის! ასევე, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას და თქვენ მედიის წარმომადგენლებს. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად