ვახტანგ გომელაური: მადლობა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავი გაწირა

„შენობის შიგნით დარჩენილი 43 ადამიანისთვის ყველაფერი გააკეთეს შსს-მ, ჩვენმა ხელისუფლებამ. პირველი ჩვენი ამოცანა იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც. დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა. იყო ეტაპობრივი გამოშვევები, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, უთხრა, გამოგყვებით ხუთი, ათი კაცი, რამდენიც გინდა. თავიდან უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მადლობა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავი გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გალდავამ განაცხადა.

“არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ერთი წამით უარი არ უთქვამს. თავისი გმირული ნაბიჯისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. წაიყვანა მძევლებიც – სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვეკავებინა, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. გამოძიების მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ერთმა სიტყვამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას. 43 მძევალი გავათავისუფლეთ. მეორე ეტაპია, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად