ვახტანგ გომელაური: გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები და ადამიანებს დააბრალო რაღაც

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში გუშინ ჩატარებული
საპოლიციო ღონისძიებების შესახებ მედიასთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა
დამნაშავის შესაძლო თანამზრახველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია
ყველა მიმართულებით მუშაობს. არ შეიძლება გამოძიების მსვლელობისას
მტკიცებით ფორმაში ადამიანებს რაღაც დააბრალო.

“გამოძიების ირგვლივ ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა თანამზრახველების
შესახებ ამას ჯერ ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა
მიმართულებით. შეიძლება იქ 10 ადამიანი ყოფილიყო დამნაშავის თანამზრახველი
43 ადამიანში. ვერავინ ვერ იტყვის ამას იყო, თუ არ იყო.

გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების,
დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან
გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება დავით ხვიბლიანი ის იყო მძევალი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ
გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. ჩვეულებრივად
გამოძიება მიდის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად