ვახტანგ ძაბირაძე: ვისურვებდი, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს უმრავლესობა

ვისურვებდი, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს უმრავლესობა, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა კითხვაზე, ელოდება, რომ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს თუ ოპოზიცია მოახერხებს უმრავლესობის დაკომპლექტებას? – პასუხობს:

“დიდი ალბათობაა, რომ შეინარჩუნოს „ოცნებამ“ უმრავლესობა, მაგრამ არჩევნებამდე 3 თევა დარჩენილი და საქართველოსთვის 3 თვე ძალიან დიდი დროა. არ ვიცით, რა მოხდება ამ სამ თვეში, მაგრამ ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები ალბათ შეინარჩუნებდა „ოცნება“ უმრავლესობას.

ვისურვებდი, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონოდა უმრავლესობა და იძულებულები ყოფილიყვნენ, უმრავლესობა შეექმნა. თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც კოალიცია”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად