ვახტანგ ძაბირაძე: შეცდომაა კატეგორიული ტონი, რომ არჩევნების გადადება არ იქნება! ღია დისკუსიაა საჭირო

რაც მე შეცდომად მიმაჩნია, ეს არის ხელისუფლების კატეგორიული უარყოფა, რომ არჩევნების გადადება არ იქნება, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ამ საკითხზე სპეციალისტებმა ღია დისკუსია უნდა დაიწყონ, ოღონდ პოლიტიკოსები ნაკლებად უნდა იყვნენ ჩართულნი, რადგან პოლიტიკურ შეფერილობას მიიღებს.

მისი აზრით, კარგი იქნება თუ მის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე: მე სხვანაირად ვუყურებ ამ პროცესს – ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ამ საკითხზე საუბარი უნდა დაიწყოს. რაც მე შეცდომად მიმაჩნია, ეს არის ხელისუფლების კატეგორიული უარყოფა, რომ არჩევნების გადადება არ იქნება.

მეც ზუსტად ეს კითხვა მაქვს, რომ ხომ არ არის საჭირო, რომ დასხდნენ და მოუსმინონ სპეციალისტებს – ყველა მხარეს და არა მხოლოდ მათ ვინც დღეს წინა პლანზე არიან და აწონონ რისკები, რას მოიტანს არჩევნების გადადება?

გეთანხმებით. ამას უნდა მიეცეს ღია დისკუსიის ფორმატი, ოღონდ პოლიტიკოსები ამაში ნაკლებად უნდა მონაწილეობდნენ. თავი დავანებოთ იმას, რისი ბრალია ეს ვითარება, რამ მიგვიყვანა აქამდე და რატომ მივედით. როგორც კი ამაში ერთვებიან პოლიტიკოსები, ეს თემა ღებულობს პოლიტიკურ შეფერილობას და რეალურად პოლიტიკურ თემად იქცევა.

უნდა ჩერთნონ საექსპერტო წრეებიც და გამართონ დისკუსია, რას გვთავაზობენ. კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა ღია დისკუსიას. ამავე დროს საჭიროა პროგნოზირება. ისე კი არა, რომ ასე გავაკეთოთ და მერე არ ვიცი, რა იქნება, ასე არა, ასეთი პროგნოზირება მე და თქვენც შეგვიძლია.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...