ვახტანგ ძაბირაძე: სავარაუდოდ პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტს გაზაფხულზე ჩააგდებენ

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ გაზაფხულზე ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2020 წელსვე სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

როგორც ძაბირაძემ “აიპრესს” უთხრა, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ კენჭისყრაზე პროექტი გავა.

“რაც შეეხება პროცესს, ეს თავიდანვე ასე იყო. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც კი ითქვა, რომ პროპორციული არჩევნები იქნება, მაშინვე გამოითქვა სკეპტიკური აზრიც, რომ ჯერ ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ აისახება თუ არა ეს კონსტიტუციაში. მართლაც ასეა. ამ დღეებში იქნება განხილვები. ხვალ ან ზეგ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, მაგრამ დიდი ალბათობით გაზაფხულზე ჩააგდებენ”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად