ვახტანგ ძაბირაძე: სამეგრელოში კამპანიისას იქნება უგულავაც, ბოკერიაც და ბაქრაძეც… შესაძლოა ლიდერების მაჟორიტარობა უკეთესიცაა

„სამეგრელოში კამპანიისას იქნება უგულავაც, ბოკერიაც და ბაქრაძეც“, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა კითხვაზე, ლიდერების მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენება ხელის შემშლელი ხომ არ იქნება პროპორციულ ნაწილში ეროვნული მასშტაბით ჩასატარებელ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შესაძლოა ლიდერების მაჟორიტარობის კანდიდატებად დაყენება უკეთესიცაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები დადგნენ მაჟორიტარებად, საარჩევნო კამპანიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლას „ევროპული საქართველო“ მაინც მოახერხებს. ჯერ ერთი დავით ბაქრაძე არის ასე ვთქვათ თავისუფალი და მთელი საქართველოს მასშტაბით წარმართავს კამპანიას.

იგივე რომ ავიღოთ დავუშვათ სამეგრელოში კამპანიის ჩატარების აუცილებლობა, იქ იქნება ბაქრაძეც, ბოკერიაც და იქნება უგულავაც. შეიკრა წრე“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ასე გამოვიდა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ აქცენტი სამეგრელოსა და თბილისზე გააკეთა? – პასუხობს:

„არა, მაგას კი არ ვლაპარაკობ. მაგალითად მოვიყვანე. იგივეა დავუშვათ კახეთში. თუ დავუშვათ, საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მიდიხარ, ვინც იქნება თელავის მაჟორიტარი ისიც შემოგიერთდება და ვინც გურჯაანის ისიც. მოგეხსენებათ ორ ოლქად არის გაყოფილი კახეთი. ყველა ერთად მაინც ვერ ივლიდა. მაინც უნდა დაყოფილიყვნენ ჯგუფებად და ადგილზე მოხდება მათი კონსოლიდაცია. შესაძლოა ეს უკეთესიც იყო იმისათვის, რომ პროპორციულში მეტი ხმები მიიღონ. ცნობადი სახეები მაინც მუშაობენ, იმის მიუხედავად, როგორი აქვს მას უარყოფითი რეიტინგი“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად