ვახტანგ ძაბირაძე: რომელია დემოკრატიული?! “ოცნებასაც” და ოპოზიციასაც ძალაუფლების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს!

„რომელია დემოკრატიული?! “ოცნებასაც” და ოპოზიციასაც ძალაუფლების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს“! – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის ქმედებას გერმანიის ელჩის გამონათქვამებთან დაკავშირებით.

როგორც ძაბირაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, ეს ქართული პოლიტიკური ელიტის სტილია, იქნება ეს კონგრესმნებთან და სენატორებთან დაკავშირებული ქმედება თუ გერმანიის ელჩთან.

“ეს იმას აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“, ოპოზიციის ეს ნაწილიც და „ქართული ოცნებაც“ ორივე ძალაუფლებისთვის იბრძვიან და სულ არ აინტერესებს სხვა რამე. ეს არის მათი სტილი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გერმანიის ელჩთან დაკავშირებული ქმედება, კონგრესმენთან თუ სხვა.

ნახეთ, რეალობა როგორია. ეს რეალობაა ამ ორ ძალას შორის. აბა რეალურად, როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ თურმე ამერიკის კონგრესი, ან ცალკეული კონგრესმენები თურმე მოისყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გერმანიის ელჩი „ქართულმა ოცნებამ“.

რომელია დემოკრატიული ეგ მითხარით! გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ… მაგრამ, არ შეიძლება ასეთი დემოკრატი გყავდეს, ისევე როგორც არ შეიძლება ასეთი დემოკრატი გყავდეს, როგორც ხელისუფალი. ესაა პრობლემა. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც დემოკრატიულ ფასეულობებზე ლაპარაკობენ, ოღონდ მას არ ასრულებენ”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელთან ინტერვიუსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი აზრის გამოხატვის გამო ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი მას “ქოციც” კი უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად