ვახტანგ ძაბირაძე: პარლამენტში 7-8 პარტია შევა… არჩევნები ხვალ რომ იყოს, უმრავლესობას ალბათ „ოცნება“ შეინარჩუნებდა

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით მომდევნო მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და მასში 7-8 პარტია შევა, თუმცა მას უჭირს პროგნოზი ვინ რამდენ პროცენტს აიღებს.

როგორც ძაბირაძემ „აიპრესს“ უთხრა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, დიდი ალბათობით უმრავლესობას „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებდა, მაგრამ ამბობს, რომ 3 თვე საკმაირისია იმისთვის, რომ სურათი შეიცვალოს.

„ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს 2020-ის არჩევნებზე ამის თქმა მიჭირს, მაგრამ მრავალფეროვანი პარლამენტი ნამდვილად იქნება. 1%-იანი ბარიერი ნიშნავს, რომ 7-8 პარტია მაინც მოხვდება პარლამენტში. ვინ რა რაოდენობით და რა მასშტაბით ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ამას ველოდები“, – ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, ელოდება, რომ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს თუ ოპოზიცია მოახერხებს უმრავლესობის დაკომპლექტებას? – პასუხობს:

„დიდი ალბათობაა, რომ შეინარჩუნოს „ოცნებამ“ უმრავლესობა, მაგრამ არჩევნებამდე 3 თევა დარჩენილი და საქართველოსთვის 3 თვე ძალიან დიდი დროა. არ ვიცით, რა მოხდება ამ სამ თვეში, მაგრამ ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები ალბათ შეინარჩუნებდა „ოცნება“ უმრავლესობას.

ვისურვებდი, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონოდა უმრავლესობა და იძულებულები ყოფილიყვნენ, უმრავლესობა შეექმნა. თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც კოალიცია“, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად