ვახტანგ ძაბირაძე: ორპარტიულ ბლოკს ჯერჯერობით დიდი მნიშვნელობა არ აქვს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „დღეს არის ორი მყარი პოლიტიკური ძალაა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენ ოპოზიციას თუ უნდა თამაშში რეალური მონაწილეობის მიღება, ერთმანეთთან მისასვლელი რაღაც გზები უნდა ეძებოს.

ამის შესახებ ძაბირაძემ „აიპრესს“ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთ ბლოკად გაერთიანების თემაზე განუცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად ორპარტიულ ბლოკს დიდი მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით არ აქვს.

„დღეს არის ორი მყარი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენ ოპოზიციას თუ უნდა თამაშში რეალური მონაწილეობის მიღება, ერთმანეთთან მისასვლელი რაღაც გზები უნდა ეძებოს. ეს არის თვალხილული. გუშინ თქვეს, რომ ეს არის შორსმიმავალი გეგმა. როგორც ჩანს გამიზნულია 2020 წლისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის შუალედურ არჩევნებზე ორიენტირებული, რომელიც მთაწმინდის ოლქში გაიმართება. ეს ერთგვარად ძალის მოსინჯვა იქნება. თუმცა, რამდენადაც ვიცი „ნაცმოძრაობაც“ არ აყენებს კანდიდატს.

აქ კიდევ ერთი საკითხია. ოპოზიცია იბრძოლებს იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაარეგულიროს პარლამენტი, რომ ის არ იყოს ერთმნიშვნელოვნად „ოცნების“, თუ ოპოზიცია იბრძოლებს იმისთვის, რომ ჯამური უმრავლესობა მოიპოვოს და კოალიციისკენ წავიდეს. ეს დღევანდელი თემა არ არის, მაგრამ ის, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი ეს ცალსახაა. ამ არჩევნებში გამოჩნდება, როგორი იქნება მოსახლეობის დამოკიდებულება ასეთი ბლოკისადმი. თუმცა, ორპარტიულ ბლოკს დიდი მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით მაინც არ აქვს. გააჩნია რას იზამენ სხვა პოლიტიკური ძალები – დააყენებენ თუ არა თავის კანდიდატს”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად