ვახტანგ ძაბირაძე: ხვალ ან ზეგ არჩევნები რომ ტარდებოდეს “ქართული ოცნება” უეჭველად მოიგებს

” მე ძალიან ამბიციური მგონია ოპოზიციის განცხადება იმის შესახებ, რომ : ჩვენ უეჭველად დავამარცხებთ! ეგრე უეჭველობას მე ვერ ვხედავ”-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ TV პირველის ეთერში, მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ხვალ ან ზეგ არსებული საარჩევნო სისტემით რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.

“მე ძალიან ამბიციური მგონია ოპოზოციიის განცხადება იმის შესახებ, რომ “ჩვენ უეჭველად დავამარცხებთ” ეგრე უეჭველობას მე ვერ ვხედავ, რომ უეჭველად მოიგებენ.

უფრო მეტსაც გეტყვით. ხვალ ან ზეგ არჩევნები რომ ტარდებოდეს “ქართული ოცნება” მართლაც უეჭველად მოიგებს. აი ეს რეალობაა დღეს. არსებული სისტემით, რაც არის დღეს, საარჩევნო სისტემა “ქართული ოცნება” მოიგებს. მარტივია, ეს იქება ერთ დღეში განხორციელებული ისეთივე საარჩევნო პროცესი, რაც იო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში”,-ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად