ვახტანგ ძაბირაძე: გამოდის, რომ გახარიას “ოცნებაც” და ენმ-ც მესამე ძალად აღიარებს

გახარიას ფრაზაში – “არავის არ ვებრძვით”, როგორც ჩანს ივანიშვილი და სააკაშვილი იგულისხმებოდა. იმიტომ, რომ მელიასაც დაარტყა და კობახიძესაც, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“როდესაც ვამბობ, რომ მან რიგით მეორე პირებზე გააკეთა აქცენტი, აქ პერსონები კი არ მაქვს იმდენად მხედველობაში, არამედ ის, რომ თავად ამომრჩეველი არ თვლის, რომ კობახიძე არის პარტიის თავმჯდომარე და თვლის, რომ უფრო დიდია, ვიდრე ივანიშვილი. ანუ ივანიშვილს აღიქვამს და არა კობახიძეს. ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ აღიქვამს თავმჯდომარედ, არამედ სააკაშვილს, გნებავთ ლიდერად, ყოველ შემთხვევაში პირველ პირად. მას უჭერენ მხარს და არა მელიას.

ამიტომ გახარიამ სწორი აქცენტი გააკეთა, როდესაც ცალკეულ პიროვნებებს შეეხო, მაგრამ არ შეეხო მათ, ვის მიმართაც შესაძლოა ამომრჩეველი ძალიან კრიტიკული ყოფილიყო. შესაბამისად მან დატოვა ლუფტი ორივე მხარეს, ანუ ამომრჩევლისთვის მისი გამოსვლა გამაღიზიანებელი არ ყოფილა. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ მას ორივე მხარე ურტყამს, გამოდის, რომ მას ორივე მხარე მესამე ძალად აღიარებს. ეს რა თქმა უნდა აწყობს გახარიას, ამიტომაც ვთვლი, რომ სწორი ტაქტიკა აირჩია.

იქ ბევრ ნიუანსზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რაღაც გახსნილი აღმოჩენები გაეკეთებინა, ეს არ ყოფილა. არც ის მგონია შემთხვევითი იყოს მისი ფრაზა, რომ არავის არ ვებრძვით და საქართველოსთვის ვიბრძვითო”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...