ვახტანგ ძაბირაძე: “ევროსაქართველო” სწორად მოიქცა, როცა მაჟორიტარებად ცნობადი სახეები წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მაჟორიტარებად ცნობადი სახეები წარადგინა“, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ორი და სამ თვის პერიოდში ასეთი მოცულობის მაჟორიტარულ ოლქს უცნობი ადამიანი ვერ მოიგებს.

“არის ოლქები, დიდი ოლქებია, ეს არის რაიონული ცენტრები. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თუ გადაწყვეტს, რომ სერიოზულად იბრძოლოს ამ ოლქებში გამარჯვების მოსაპოვებლად, იძულებულია დაასახელოს ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს მაღალი ცნობადობა. ორი და სამ თვის პერიოდში ასეთი მოცულობის მაჟორიტარულ ოლქს უცნობი ადამიანი ვერ მოიგებს, რადგან ვერ შეძლებს სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებას. ჯერ უნდა შეძლოს მან, რომ ცნობადი გახდეს და ამის შემდეგ დაიწყოს ამომრჩევლის გადმობირება თუ დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა. ამიტომ, როდესაც საუბარია წარდგენაზე, ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მათ წარადგინონ ცნობადი სახე”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად