ვახტანგ ძაბირაძე: ეტყობა კალაძეს ფარული ნიჭი აქვს – თან თანამდებობაზე იყოს და თან ანგარიშგასაწევი ძალა

ეტყობა კალაძეს ფარული ნიჭი აქვს – თან თანამდებობაზე იყოს და თან ანგარიშგასაწევი ძალა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“თუ დააკვირდებით 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე კალაძეს ყოველთვის ეკავა მაღალი თანამდებობა, ასეთი ფიგურა სხვა ვინც 2012 წლიდან „ოცნებაშია“ და ასეთი მაღალი თანამდებობა ეკავოს, ასეთი თითქმის აღარ შემორჩა. კალაძე ერთადერთია, რომლის მიმართაც პრესას და არასამთავრობო სექტორსაც ყველაზე ნაკლები პრეტენზია აქვს. თან ინარჩუნებს მაღალ პოსტებს და თან ყველაზე ნაკლები პრეტენზიებია მის მიმართ.

4 წელია თბილისის მერია და ალბათ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თვალი რომ გადაავლოთ მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, ნახავთ რომ მინიმუმია. ეტყობა ამ კაცს აქვს ფარული ნიჭი თუ არ ვიცი რა, რომ თან მაღალი თანამდებობა შეინარჩუნოს და თან იყოს ანგარიშგასაწევი ძალა და თან ყოველდღიურ პოლემიკაში არ ჩაერთოს. ძალიან იშვითად გაურბის სიტყვა”, – თქვა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...