ვახტანგ ძაბირაძე: არ ვიცი, რა იმიჯი აქვს ბოკერიას იმ ოლქში, სადაც ის მაჟორიტარად იყრის კენჭს

არ ვიცი, რა იმიჯი აქვს ბოკერიას იმ ოლქში, სადაც ის მაჟორიტარად იყრის კენჭს, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბარიძემ “აიპრესს” განუცხადა კითხვაზე, რა შანსი აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგა ბოკერიას ფოთში მისი იმიჯიდან გამომდინარე.

“რაც შეეხება ბოკერიას, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი რა იმიჯი აქვს მას იმ ოლქში, სადაც ის კანდიდატად წარადგინეს. ჩნდება, ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც გუნდში ილაპარაკეს, გადაწყდა, რომ ყველა ლიდერმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ბოკერიაც არის. მისთვის არაკომფორტულია ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი მუშაობენ არა მარტო საკუთარ წარმატებაზე, არამედ მაჟორიტარის ყოფნა ამ ოლქში ნიშნავს გარკვეულწილად იმას, რომ უფრო მეტ ხმებს მიიღებენ პროპორციულში, ვიდრე მიიღებდნენ იმ შემთხვევაში თუ მათ მაჟორიტარი არ ეყოლებოდათ.

შანსებზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ ერთი არ ვიცი, ვინ არის „ოცნების“ კანდიდატი და მეორე ვის დაასახელებს „ნაცმოძრაობა“. მაჟორიტარული სისტემა ისეთია, რომ ადგილობრივი განწყობები უნდა იცოდე. მე აქედან მიჭირს მისი შესწავლა თბილისიდან ან მათზე პროგნოზების გაკეთება.

თუ ვინმეს აინტერესებს, ამის განსაზღვრა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. არის პიროვნული იმიჯი და არის პარტიული რესურსი. პარტიული რესუსრსის გასაგებად ალბათ საკმარისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა შედეგები ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „“ქართული ოცნების“ კანდიდატს და ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად შეიძლება იმსჯელო მეტ-ნაკლები ალბათობით თუ რა შედეგს მიაღწევს ბოკერია თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი ამა თუ იმ ოლქში”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” გუშინ 16 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მათ შორის არის თითქმის ყველა ლიდერი, გარდა დავით ბაქრაძისა და სერგი კაპანაძისა. ბაქრაძე სიის ნომერ პირველი იქნება, ხოლო სერგი კაპანაძე საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ის ფოთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად