ვახტანგ ბუცხრიკიძე: ესტონური მოდელის შეღავათი საბანკო სექტორზეც უნდა გავრცელდეს

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ მოგების რეფორმის სისტემაში საბანკო სექტორი უნდა იყოს გამონაკლისი და ესტონური მოდელის ამ შეღავათით ბანკებმაც უნდა ისარგებლონ.

"ბანკების ასოციაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ პირველი შეხვედრა გვქონდა, ჯერჯერობით საერთო პოზიციას ვაყალიბებთ და მომავალ კვირაში ბანკების ასოციაციის საშუალებით გავაცნობთ საზოგადოებას", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საგადასახადო სისტემის ეს ცვლილება ბანკებსაც უნდა შეეხოს და საამისო არგუმენტებსაც აყალიბებს.

"პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ ცვლილება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს არის ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საბანკო სექტორის უნდა იყოს ჩართული და საამისდოს ორი არგუმენტი არსებობს: ერთი, რომ პრეცედენტულად არასწორი იქნება თუ ესტონურ მოდელს თუ ვამბობთ – აქედან ბანკები გამოვრთოთ, მეორე კი ბანკები და საბანკო სექტორი არის ისეთი სფერო, სადაც უამრავი უცხოელი ინვესტორია.

ალბათ, რთული იქნება ჩვენთვის ინვესტორისთვის ავხსნათ თუ რატომ არის ქართული ბანკები ამოვარდნილი ამ სისტემიდან. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს რამდენად შესაძლოა მან მატერილური სარგებლი მოიტანოს ან რამდენად შესაძლოა იმოქმედოს ამან ინვესტორზე, ვფიქრობთ, მეორე საკითხი გადაწონის. თიბისის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სტრატეგიაში განსაზღვული გვაქვს, რომ ჩვენი მოგების მინიმუმ 25% დივიდენდად დავაბრუნოთ, აქედან გამომდინარ,ე როგორც არ უნდა იყოს ჩვენ მაინც გავაგრძელებთ 25%-ის დარიგებას, ანუ თუ ბანკები შევლენ ამ სისტემაში მაინც 25%-ს გადავიხდით, რადგან ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება", – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება. შეგახსენებთ, რომ ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელის თანახმადაც, კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

ხადური: მოგების გადასახადზე შეღავათი ბანკებს, სადაზღვევოებსა და მიკროსაფინანსოებს არ შეეხება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად