ვახტანგ ბუცხრიკიძე: ჩვენი ყოველი ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებს გავუმატივოთ ცხოვრება

“თიბისი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “ბიზნეს პარტნიორში” საუბრისას განაცხადა, რომ ბანკის განვითარება და მომავალი მიზნები მიმართულია მისი მომხმარებლებისთვის გამარტივებული სერვისების შექმნისკენ.

“თიბისის” მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რომ ჩვენ იმ ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ცხოვრება რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, გავუმარტივოთ ბიზნეს, ეს არის ამოსავალი. ჩვენი ამოსავალი არის ეკოსისტემების შემქმნა და ამის მიზანია, რომ ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო დარჩეთ.

მაგალითად, ადამიანს აქვს დღეში ორი საათი თავისუფალი. თუ მას სურს თეატრის ბილეთების შეძენა, ამაზე დროის ნახევარი უნდა დახარჯოს. და თუ ეს ადამიანი ინტერნეტის მეშვეობით ამას შეძლებს 15 წამში, ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ ჩვენი მისია შესრულებულია, რადგან ადამიანს დარჩება თავისუფალი დრო, რომელიც მას რაში ესიამოვნება იმაში გამოიყენებს.

თითოეული ჩვენი ხედვა მიმართულია, რომ ადამიანებს რომლებიც დღეს ჩვენთან არიან, ან ხვალ გახდებიან გავუმარტივოთ ცხოვრება.

ასევეა კომპანიების შემთხვევაშიც, ჩვენი ფიქრია რა შეიძლება გავაკეთოთ მსგავსი, რომ კომპანიებს გავუმარტივოთ საქმე”, – განაცხადა ბუსხრიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...