ვახტანგ ბერიძემ ღორჯომის თემის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის და აჭარის მთავრობის დაფინანსებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის და აჭარის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება სხვადსხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი: სოფელ ღორჯომში დაიწყება სპორტული დარბაზის მშენებლობა; ანხორციელდება ღორჯომის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი; სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყობა საყრდენი კედლები, გაგრძელდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე შიდასაუბნო გზების ბეტონირება.

სოფელ სტეფანაშვილებში განხორციელდება სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; სოფელ მეკეიძეებში არსებულ სპორტულ მოედნს ჩაუტარდება რეაბილიტაცია; სოფელ ლაბაიძეებსა და სტეფანაშვილებში მოეწყობა წყალსადენი სისტემები; გარე განათების ქსელი გაფართოვდება სოფელ ადაძეებში, გორგაძეებში, ღორჯომში, სტეფანაშვილებში, წინწკალაშვილებში და ჭახაურში; სოფელ მინთაძეებში განხორციელდება წისქვილის მშენებლობა; სანიაღვრე არხები გაკეთდება სოფელ ღორჯომში, ადაძეებში, გორგაძეებში, სტეფანაშვილებში და მეხალაშვილებში.

კომენტარები
იტვირთება...