ვახტან მეგრელიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს მისცა საშუალება, არ ესაუბრა პარლამენტში

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს, სხდომის ჩაშლით მისცა საშუალება, გუშინ პარლამენტში არ ესაუბრა.

მეგრელიშვილის თქმით, ის რომ გუშინდელ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე გომელაურს არ ესაუბრა, არა ოპოზიციის, ხელისუფლების ინტერესში შედიოდა.

„სინამდვილეში, ყველაზე მეტი სურვილი, რომ ასეთი მოსმენა არ შემდგარიყო, უნდა ჰქონოდა თავად მთავრობას და გომელაურს. ოპოზიციამ კი, სამწუხაროდ, მისცა საშუალება, ამ ადამიანს არ ესაუბრა პარლამენტში“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...