ვახო სანაია: უნდა გადადგეს მთავრობა და უნდა გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი!

“პირობას ვაძლებ ამ მთავრობას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ არა მხოლოდ სტდიებიდან, არამედ ქუჩიდან და ამას ნახავს საზოგადოება.” – ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა.

“ღარიბაშვილი არის მოძალადე, ხალხნო! ღარიბაშვილი გვაინტერესებს იმდენად, რომ სახელმწიფოს ნიშნები შევინარჩუნოთ. ჩემთვის მაგალითად ყოფილი პრემიერიმინისტრია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის ხომ არის მარიონეტი.  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ღარიბაშვილმა და უნდა გადადგეს მთავრობა და უნდა გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს რუსული სპეცოპერაცია დაუშვა საქართველოში.

რასაც ახლა აკეთებს “ქართული ოცნება” ეს არის რუსეთის გზა. რუსეთის გუბერნიობას ჩვენ არ შევეგუებით.” – განაცხადა ვახო სანაიამ აქციაზე.

კომენტარები
იტვირთება...